სახელმწიფომ გოგაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების ვალდებულება უნდა აიღოს- ედუარდ მარიკაშვილი
აიღეთ სრული პასუხისმგებლობა სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვაზე - გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, უზრუნველჰყოს სუსი-ს შეფის ყოფილი მოადგილის, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყება.
მიზანი არის ერთი, ზოგადად სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით მართლმსაჯულება წარიმართოს გამჭვირვალედ.
მეორე, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოიძიოს სახელმწიფო საგამოძიებო უწყებებმა;
მესამე- იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული კითხვები, მოსაზრებები და წუხილები როგორც გოგაშვილის, ასევე მათს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აუცილებელია, სახელმწიფომ როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართ აიღოს უსაფრთხოების ვალდებულება - აცხადებს ,,დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი.
სუსი-ს ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, დაკავებამდე განაცხადა, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდა ,,ქართული ოცნების" დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დოპკორპუსს მიაწოდა.