"აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ" - პრემიერი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხვა მიზანშეწონილი არ არის. პრემიერი პარალელს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობასთან ავლებს და ირწმუნება, რომ ქვეყანაში სიმშვიდის დამყარება სწორედ "ქართულმა ოცნების" დამსახურებაა.
ამასთან, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის გაერძთიანება არგაღიზიანების პოლიტიკით არის შესაძლებელი.
არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, არის სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ, - თქვა ღარიბაშვილმა.