ღარიბაშვილი ბედნიერი იქნებოდა, თავად მიეყიდა აფხაზეთის კურორტები რუსებისთვის - გიგი უგულავა
ირაკლი ღარიბაშვილს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ - ბიჭვინთის ანექსიაზე პრემიერის დღევანდელი განცხადებით ოპოზიცია შოკირებულია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ამბობს, რომ ,,ოცნება" თავიდან ბოლომდე რუსული ინტერესების გამტარებელია, ხოლო პრემიერი ღარიბაშვილი ბედნიერი იქნებოდა, კრემლისთვის ბიჭვინთის მიყიდვაში საკუთარი წვლილი შეეტანა.
ღარიბაშვილი არის ჩამოყალიბებული მოღალატე. თავად ეთნიკური აფხაზები აპროტესტებენ ბიჭვინთის დაკარგვის ფაქტს, ხოლო ღარიბაშვილი კი თავის განცხადებით ხელს უწყობს ბიჭვინთის საბოლოო დაკარგვას, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის თხემით ტერფამდე რუსული ხელისუფლება.
ღარიბაშვილი ბედნიერი იქნებოდა, თავად მიეყიდა აფხაზეთის კურორტები რუსებისთვის. - აცხადებს გიგი უგულავა.
ხელისუფლების ერთ კვირიანი დუმილის შემდეგ დღეს პრემიერმა ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა მიზანშეწონილი არ არის.