"საღამოს დასხდებიან და მაგრადაც იქეიფებენ ჩვენს ხარჯზე" - ვაშაძე ღარიბაშვილი-სუბარის ერთობლივ გამოჩენაზე
სვანეთში პრემიერის და სოზარ სუბარი ერთობლივი გამოჩენა ოპოზიციას არ გაჰკვირვებია. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის, თქმით, გამორიცხული არ არის, საღამოს ღარიბაშილმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატმა სუბარმა ბიუჯეტის ხარჯზე ერთადაც მოილხინონ.
არავინ არსად არ წასულა და ერთი პარტიის და ერთი ლეგიტიმაციის წყაროდან არიან ორივე და რატომ გიკვირთ ახლა, ერთად რომ დადიან და ერთად რომ სვამენ?
თქვენ რა გგონიათ ახლა? მაგათ ჰგონიათ, რომ ყველაფერში მოატყუებენ და ყველაფერში დააჯერებენ ადამიანებს, რატომ გიკვირთ? მე არ გამკვირვებია. ახლა საღამოს დაჯდებიან და მაგრადაც იქეიფებენ ჩვენს ხარჯზე კიდევ, მაგასაც ბიუჯეტს გადაახდევინებენ, ისე, რომ იცოდეთ მაინც, ცნობისთვის, - თქვა ვაშაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი სვანეთში ამერიკის ელჩის მაგინებელ დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ პრემიერთან ერთად სახალხო ზეიმზე სოზარ სუბარიც იმყოფებოდა.
ამის მიუხედავად, სოზარ სუბარი ირწმუნება, რომ სვანეთში პრემიერისგან დამოუკიდებლად ჩავიდა.