ვაშლის ხიდან ვაშლი შორს არ ეცემა - უგულავა "ოცნებიდან" ფორმალურად წასულებზე

29.07.22 17:41
ვაშლის ხიდან ვაშლი შორს არ ეცემა - უგულავა "ოცნებიდან" ფორმალურად წასულებზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, დღეს სვანეთში პრემიერის და "ოცნებიდან" ფორმალურად წასული სოზარ სუბარის ერთობლივ გამოჩენას გამოეხმაურა და ფაქტს "ლაზღანდარობა" უწოდა.

უგუალავას თქმით, "ვაშლის ხიდან ვაშლი შორს არ ეცემა". 

ღარიბაშვილი ახლა პრემიერი რომ არ იყოს, აი, იმ სამეულის, ახლა უკვე ოთხეულის თავმჯდომარე იქნებოდა, იმიტომ, რომ მისი ტვინი არის მოწყობილი ეგრე. ბუნებრივი ადგილი არის „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო რადიკალურ პრორუსულ ნაწილში, ამიტომ, ბუნებრივად არიან ისინი ერთად და აი, ამ ლაზღანდარობას სჯობს, თავი დაანებონ. არავის არ სჯერა ამ ლაზღანდარობის. 

ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიიდან წავიდაო“... სად წავიდა? ვაშლის ხიდან ვაშლი შორს არ ეცემა, - თქვა უგულავამ. 

ირაკლი ღარიბაშვილი სვანეთში ამერიკის ელჩის მაგინებელ დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ პრემიერთან ერთად სახალხო ზეიმზე სოზარ სუბარიც იმყოფებოდა.

ამის მიუხედავად, სოზარ სუბარი ირწმუნება, რომ სვანეთში პრემიერისგან დამოუკიდებლად ჩავიდა.

 

მსგავსი სიახლეები