ბიჭვინთა თქვენც უნდა გტკიოდეთ, საქართველოს ანექსია გრძელდება - აქცია კანცელარიასთან
მთავრობის კანცელარიასთან, აფხაზეთიდან დევნილებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ "ქართული ოცნების" არგაღიზიანების პოლიტიკა და ირაკლი ღარიბაშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააპროტესტებს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, რათა რუსეთის ხელისუფლების დაპყრობითი პოლიტიკა მთელს ქვეყანაზე არ გავრცელდეს.