ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტია, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს - ჯონ ტეფტი

30.07.22 14:36
ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტია, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს - ჯონ ტეფტი

საღ აზრს მოკლებულია ზოგიერთი ადამიანის მოსაზრება, თითქოს აშშ-ს საქართველოში მოერ ფრონტის გახსნა სურს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, ჯონ ტეფტმა, ,,ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატი აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, რა საფუძველი უნდა ჰქონდეს საქართველოში ზოგი ადამიანის რიტორიკას ,,მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით.

საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი...

როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება, რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ  - აცხადებს ტეფტი.

დიპლომატი აშშ-ის მოქმედი ელჩის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე ნეგატიურ კამპანიას ეხმაურება. ტეფტის თქმით, მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ შეიძლება, ფიქრობდეს ვინმე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ელჩ დეგნანს შორის, „რაიმე განსხვავებაა.“

სიმართლე გითხრათ, ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანია ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებით, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩი დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება.

ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელია. ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე  - ამბობს ტეფტი.

 

მსგავსი სიახლეები