აღარ მინდა ფუჭი დაპირებებით ვასაზრდოოთ ერთმანეთი - ოლიგარქის დამარცხების გარეშე ვერ ვათავისუფლებთ - მელია

31.07.22 00:11
 აღარ მინდა ფუჭი დაპირებებით ვასაზრდოოთ ერთმანეთი - ოლიგარქის დამარცხების გარეშე ვერ ვათავისუფლებთ - მელია

" აღარ მინდა ფუჭი დაპირებებით ვასაზრდოოთ ერთმანეთი - ოლიგარქის დამარცხების გარეშე ვერ ვათავისუფლებთ პოლიტიპატიმრებს"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფუჭი იმედებით ერთმანეთი არ უნდა ვასაზრდოვოთ. ენმ-ს ლიდერის თქმით, ის სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ გადაყანას დათანხდება. 

არ ვთვალთმაქცობ, ჩემი ხედვა არის ეს და აღარ მინდა, ფუჭი დაპირებებით, ფუჭი იმედებით ვასაზრდოოთ ერთმანეთი. ოლიგარქის დამარცხების, როგორც რეჟიმის, გარეშე ვერ ვათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების და რეჟიმის მთელი არსი არის ის, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის, ჰყავდეს ტყვედ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, მანამ სანამ მოინდომებენ და სანამ არ მობეზრდებათ.

რა თქმა უნდა, არის შანსი, ჰუმანიტარული მიზნებით მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მაგრამ აქაც ამ წუთის მდგომარეობით სკეპტიკურად ვარ განწყობილი ვიცი რა მისი ბუნება და მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი შეეცოდება. არ შეეცოდება და ამიტომ მინდა, რომ ჩვენ ძალას ვასხივებდეთ"- განაცხადა მელიამ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები