აშშ-ს ელჩზე თვალთვალი შოკისმომგვრელია - სერგო ჩიხლაძე

31.07.22 11:08
აშშ-ს ელჩზე თვალთვალი შოკისმომგვრელია  - სერგო ჩიხლაძე

უკანონო თვალთვალი ამერიკის ელჩზე - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე არ გამორცხავს, რომ სუს-ი ინფორმაციას არა მათ პარტიაში ჩანერგილი აგენტის, არამედ პარტიის წევრების სახლებში დამონტაჟებული სასმენი აპარატებიდან იღებს. 

 ნადმვილად არ გამიკვირდა თუ არა რაღაც ჩატიდან,, არამედ უცებ ჩვენს ბინებშიც რომ აღმოვაჩინოთ მოსასმენი მოწყობილობები, სადაც, ვთქვათ, ჩვენს მეუღლეებს, შვილებს ვესაუბრებით. მართლა არ გამიკვირდება, იმიტომ, რომ შიზოფრენიაში ვცხოვრობთ. შოკისმომგვრელია ის, რომ ტოტალური თვალთვალი მიდის ყველაზე და განსაკუთრებით დიპლომატებზე, ელჩებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი ქმედებდა  ეს არის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, - ამბობს ჩიხლაძე.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე, მიინევს, რომ პარტიის ჩატებიდან გასული ინფორმაცია გასაკვირი არ არის, რადგან ცნობილია, რომ სუსი ყველას და ყველგან უსმენს. 

რაც შეეხება იმას, რომ ჩატებიდან ინფორმაცია გადის, ამაში პრინციპულად სიახლე არაფერია, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერებს, პოლიტიკოსებს, ყველაზე მიდის ეს მასობრივი თვალთალი და ყველაზე არის მიგზავნილი, მიმაგრებული ადამიანი, -თქვა პოლიტიკოსმა. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია სუს-დან მოპოვებული ვიდეო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები ამერიკის ელჩს უკანონოდ უთვალთვალებენ.

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის ხუთი ფაილი მოიპოვეს - აქედან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია - სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი?

ირკვევა, რომ ძალოვან უწყებებს, ამერიკის ელჩის თვალთვალის მთელი სისტემა აქვთ აწყობილი. დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატების მიერ, სასტუმრო "შერატონში" დაგეგმილი დახურული ღონისძიების ამბავი  სუს-ს, სასტუმრო "შერატონის", უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა,  გიორგი რობაქიძემ მიაწოდა. 

 

მსგავსი სიახლეები