ელჩზე თვალთვალი მხოლოდ მტრულ ქვეყანასთან ხდება - საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში
აშშ-ს ელჩზე სუსის უკანონო თვალთალს ყოფილი ელჩები დიპლომატიური სტანდარტების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ. საქართელოს ყოფილი ელჩის გერმანიაში კონსტანტინე გაბაშვილის თქმით, საქართელოს ხელისუფლება ელჩის წინააღმდეგ ინფორმაციას მისი დაშანტაჟების მიზნით აგროვებს.
დიპლომატიური სტანდარტების ძალიან უხეში დარღევევაა. ასეთი რამე ხდება მარტო მტრულ ქვეყანასთან. მთავარი ის არის, რომ, ფაქტობრივად, ეს არის სურვილი გაკონტროლების ელჩის ყველა ნაბიჯის, ყველა გადაადგილების, ყველა შეხვედრის, ყველა შინაარსის, იმიტომ, რომ ეს იყოს გამოყენებული მასთან სპეციალური ურთიერთობების შესაძლო... ანუ დაშანტაჟებისთვის, - ამბობს კონსტანტინე გაბაშვილი.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია სუს-დან მოპოვებული ვიდეო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები ამერიკის ელჩს უკანონოდ უთვალთვალებენ.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის ხუთი ფაილი მოიპოვეს - აქედან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია - სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი?
ირკვევა, რომ ძალოვან უწყებებს, ამერიკის ელჩის თვალთვალის მთელი სისტემა აქვთ აწყობილი. დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატების მიერ, სასტუმრო "შერატონში" დაგეგმილი დახურული ღონისძიების ამბავი სუს-ს, სასტუმრო "შერატონის", უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი რობაქიძემ მიაწოდა.