"ოცნება" აშშ-ს ელჩის წინააღდეგ კომპრომატების მოძიებას ცდილობს - ნინო კალანდაძე
პოლიტიკურ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე ამბობს, რომ აშშ-ს ელჩზე თვალთვალი ცხადყოფს, რომ "ქართულ ოცნება" აშშ-ს მოკავშირედ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ხელისუფლება კელი დეგნანის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას ცდილობს.
ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ივანიშვილის რეჟიმისთვის არის მტერი, იმიტომ, რომ მხოლოდ მტრულ სახელმწიფოებს უსმენენ და მათზე ახორციელებენ ფარულ მიყურადებას და ცივი ომის შემდეგ, ეს პრაქტიკა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს თუ სახელმწიფო მოკავშირედ განიხილავს მეორე მოკავშირეს. ფარული მიყურადება, ჩანაწერების გაკეთება უკანონოდ დიპლომატიური საუბრების მიღმა ნიშნავს იმას, რომ ეს არის კომპრომატების ძიების მცდელობა, რომელსაც ისინი შემდგომ თავისივე მოკავშირის წინააღმდეგ გამოიყენებენ, - ამბობს
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია სუს-დან მოპოვებული ვიდეო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები ამერიკის ელჩს უკანონოდ უთვალთვალებენ.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის ხუთი ფაილი მოიპოვეს - აქედან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია - სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი?
ირკვევა, რომ ძალოვან უწყებებს, ამერიკის ელჩის თვალთვალის მთელი სისტემა აქვთ აწყობილი. დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატების მიერ, სასტუმრო "შერატონში" დაგეგმილი დახურული ღონისძიების ამბავი სუს-ს, სასტუმრო "შერატონის", უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი რობაქიძემ მიაწოდა.