სააკაშვილი მუდმივად "ნაცმოძრაობასთან" ერთად იქნება - ნიკა მელია

31.07.22 13:34
სააკაშვილი მუდმივად "ნაცმოძრაობასთან" ერთად იქნება - ნიკა მელია

მიხეილ სააკაშილის ადვოკატის განცხადების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელია ირწუნება, რომ პარტიის დამფუძნებელი გუნდიდან არ წასულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იქნება. 

"ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ერთგვაროვანი ორგანიზმი. "ნაცინალური მოძრაობა" არ შედგება ერთი ცალკე აღებული თუნდაც მსხვილი მხარდამჭერთა ჯგუფისგან. ეს არის ჩვენი არათუ სისუსტე, არამედ სიძლიერე. ადვოკატებს აქვთ თავისი სტრატეგია დაცვის, მათ იციან ჩემზე უკეთ რას რატომ საუბრობენ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, რომელიც არის განუყოფელი ნაწილი პარტიისა, ბუნებრივია, იქნება ამ პარტიასთან ერთად მუდმივად. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, - თქვა მელიამ. 

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშილის ქართული პოლიტიკიდან წავიდა.  

მსგავსი სიახლეები