მიდის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკიდან - "ნაცმოძრაობაში" გაურკვევლობაა
მიდის თუ არა მიხეილ საააკაშვლის ქართული პოლიტიკიდან - ყველაზე მსვილ ოპოზიციურ პარტიაში გაურკვევლობაა. "ნაციონალუირ მოძრაობის" ლიდერები ორ ჯგუფად გაიყვნენ. მათი ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გატარებულ პოლიტიკას ემხრობიან. ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ციხიდან დასახსხნელად ყველაფერს აკეთებენ.
პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას აბსურდულს უწოდებენ და ამომბენ, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკადნ წასვლას არ აპირებს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლის შენარჩუნება არის ყველაზე პრიორიტეტული ამ ეტაპისთვის, შესაბამისად, ამ დროს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ინაცვლებს მეორე პლანზე. როდესავ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ადვოკატები, მისი უფლებადამცველები, თავს ესხმიან პარტიას მაშინ, როდესაც წინა დღეს აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობენ, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. თუკი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ან რაიმე განცხადების გაკეთება უნდა, რა თქმა უნდა, ამ განცხადებას გააკეთებს. ასე რომ, შუამავლების პოზიცია, ვფიქრობ, რომ უადგილოა, - ამბობს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე
სხვაგვარად ფიქრობს ენმ-ს მეორე ნაწილი. მათ მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კრიტიკული ამომრჩევლის ხმას არ ისმენს და ფიქრობენ, რომ პარტიაში საკადრო ცვლილებებია საჭირო.
"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის არ ესმით ადვოკატებს. ინტერესების დამცველები ენმ0ს წევრებს მოუწოდებენ მიხეილ სააკაშილი მოინახულონ და მისი პოზიციის შესახებ პირადად ჰკითხონ.