სააკაშვილის ადვოკატები არაფერს გამოიგონებდნენ - გიული ალასანია
"მიხეილ სააკაშვილს ჩემთან პოლიტიკაზე საუბარი არ უნდა" - ამის შესახებ პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივა -მედში" მისვლისას განაცხადა. ალასანიამ ასევე, თქვა, რომ ადვოკატები სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას თვითნებურად ვერ გაახმოვანებდნენ.
ამასთან, ალასანია არ გამორიცხავს, რომ სასჯელი გადავადების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამეგზავროს.
ამ თემებს ჩვენ საერთოდ არ ვეხებით, იმიტომ, რომ არ უნდა ჩემთან საუბარი. რაც შეეხება ადვოკატებს, მათი გამოგონილი ხომ არ არის, არა? მათ აქვთ ხოლმე ლაპარაკი ამ თემებზე. ლოგიკური იქნება თუ ის გამოჯანმრთელდებდა თუ მოგვარდება ეს იურიდიული მხარეც, ალბათ უკრაინაში უნდა იყოს, როგორც უკრაინის მოქალაქე. ათი თვეა ჩამოსულია, უკვე დაიწყო მე-11 თვე და მე რაღაც არ გამიგია, რომ ვინმეს შეეთავაზებინოს ან დაესვას ეს საკითხი, რომ რატომ არ აქვს ამ ადამიანს ეს მოქალაქეობა?, - თქვა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას ემიჯნება. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნული მან მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით გაახმოვანა.