მიდის თუ არა სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან? პარტიის ლიდერები და ადვოკატები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ

01.08.22 11:31
მიდის თუ არა სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან? პარტიის ლიდერები და ადვოკატები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ

მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან? პარტიის ლიდერები და უფლებადამცველები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.  ადვოკატები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილი  პარტიიდან და ქართული პოლიტიკიდან მიდის, რასაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ.

ენმ-ს წევრი, ბაჩო დოლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე სპეკულაციები უადგილოა. 

შეტევა ოპოზიციურ პარტიაზე, იმ ფონზე, როცა მთავარი სამიზნე "ქართული ოცნება" უნდა იყოს., რომელმაცც თავიდან ბოლომდე ანტიდასავლურ რელსებზე გადაგვიყვანა, რა თქმა უნდა ადვოკატების განცხადებები გაუგებარია და ბევრ კითხვას აჩენს. საერთოდ რა შუაშია, ენმ-ს მიმართ აგორებული ეს კამპანია. საერთოდ მეასე ხარისხოვანია პოლიტიკური ასპექტი. დარჩება თუ არა ენმ-ში, ან პოლიტიკაში, ამაზე უნდა ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელადაა. ალბათ, ჩვენთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას. არ სჭირდება ამას გარედან ამდენი სპეკულაცია"- თქვა ოპოზიციონერმა. 

რაც შეეხება შალვა ხაჭაპურიძეს, ადვოკატი ამბობს, რომ ის არა საკუთარ პოზიციებს, რამედ მისი კლიენტის განცხადებებს ახმოვანებს. 

დაურეკონ მიხეილ სააკაშვილს და კითხონ! ჩვენ ვართ ადვოკატები დაგვაბარა. იგივე პრინციპით, რომ დაებარებინა, ნახეთ ჩემი ბიძაშვილი და მოკითხვა გადაეცითო, გადავცემდით. 

პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის, პოლიტიკისგან გამიჯნული ხალხი ვართ. სხვა დანარჩენი შევიდნენ ამ ადამიანთან და კითხობ პოზიცია"- თქვა ადვოკატმა.  

მსგავსი სიახლეები