დაგვიანებული მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი - ცხინვალის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 71 წლის ნუგზარ მარტიაშვილია

01.08.22 13:23
დაგვიანებული მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი - ცხინვალის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 71 წლის ნუგზარ მარტიაშვილია

როგორ გასწირა საოკუპაციო რეჟიმმა 71 წლის კაცი - ნუგზარ მარტიაშვილის შვილი ,,პირველებთან" უმძიმეს წუთებს იხსენებს. 

ორჯერ გამოვიძახე სასწრაფო და არ გადაიყვანეს, ახალგორის საავადმყოფოს ექთანი გამოცხადდა და გადაყვანაზე ორჯერვე უარი გვითხრა. 

ასევე სასტიკი უარი გვითხრეს თბილისში გადაყვანაზე, ექიმმა ჯემელ ბედოევმა  და ახალმა მთავარმა ექიმმა. პასუხი ასეთი იყო - მძიმე არ არის, გადასაყვანი არ არის.  როგორ უნდა შეაფასოთ ავადმყოფის სიმძიმე თუ გამოკვლევაზე არ გადაიყვანთ?!  როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ჩვენ 5 დღე დავაგვიანეთ"- აცხადებს გარდაცვლილის შვილი. 

ქალი "პირველებთან" ამბობს, რომ წლების წინ დედამისიც დაგვიანებული მკურნალობის გამო გარდაიცვალა.

საოკუპაციო რეჟიმმა მძიმე ავადმყოფი ახალგორიდან სამუკურნალოდ არ გამოუშვა. ექიმებმა ვერც ადგილობრივ კლინიკაში და ვერც ცხინვალის საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ოჯახი უშედეგოდ  ცდილობდა მის გადმოყვანას. საბოლოოდ დაგვიანებული მკურნალობა ფატალური შედეგით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ახლაგორში შექმნილ ურთულეს ვითარებას და რეჟიმს არაერთი მსხვერპლი ჰყავს.

ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ცხინვალის რეჟიმმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფ 71 წლის ნუგზარ მარტიაშვილს თბილისში წასვლაზე უარი განუცხადა. ხოლო ცხინვალის სავადმყოფოში არასწორი მკურნალობის გამო ფატალური შედეგი დადგა.

ცხინვალის რეჟიმის კიდევ ერთ მსხვერპლს, ნუგზარ მარტიაშვილს თბილისში დაკრძალავენ. 

მსგავსი სიახლეები