"სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, პოლიტიკაზე არ გვისაუბრია"- ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაცია კლინიკა "ვივამედიდან" ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გამოიტანა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართულ პოლიტიკაზე საერთოდ არ უსაუბრიათ.
მდგომარეობა კიდევ დამძიმებულია, გუშინ 4 საათის შემდეგ დამძიმდა, დღეს კიდევ უფრო მძიმედაა. ძირითადად ვისაუბრეთ პროცესის დაჩქარებაზე, ითხოვა, რომ თუ შესაძლებელია, რომ პროცესი დაჩქარდესო. სხვა თემებზე არ გვისაუბრია, რადგან მეეჭვება, რომ რამეს უყურებდეს, უყურებს მხოლოდ უკრაინულ არხს"- აცხადებს ხაჭაპურიძე.
ადვოკატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მათ ვისაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართული პოლიტიკისგან დისტანცირებაზე კითხვები აქვთ, თავად მოინახულონ პრეზიდენტი.
ჩემს განცხადებაში პარტიის წევრებზე და თვითონ პარტიაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. თუ რამე აინტერესებთ ამ მიმართულებით (პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა) შეუძლიათ შევიდნენ ბატონ მიხეილთან ნახონ მისი ოჯახის წევრები და დაელაპარეაკონ ამ თემაზე"- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.