დღეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე ფიქრის დროა - აკაკი მინაშვილი

01.08.22 13:24
დღეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე ფიქრის დროა - აკაკი მინაშვილი

"ახლა არ არის იმაზე ფიქრის დრო, მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა პოლიტიკაში, ახლა მისი გადარჩენის დროა"- ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო დაშლაზე ტყუილია: 

მთავარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც ყველა ჩვენგანი ფიქრობს და რომელიც მთავარი საფიქრალია "ნაციონალური მოძრაობის"  და ამის პოლიტიკურ თემად გცევა ვითომ ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან, ამ საკითხის, ჯანმრთელობისა და გადარჩენის საკითხის ქცევა დაპირისპირების საგნად, რბილად რომ ვქვათ, არასწორი და არამართებულია"- განაცხადა აკაკი მინაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები