ადამ კინზინგერი საქართველოსთვის Hamars-ის სიტემის რაკეტების გადაცემას ითხოვს
გადასცემს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს? საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკელი სენატორი, ადამ კიზინგერი, არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პუტინის ახალი სამიზნე კვლავ საქართველო გახდეს, ამიტომ კონგრესმენი ითხოვს, ჩვენს ქვეყანას სარაკეტო სისტემები გადაეცეს.
საქართველოს 1/3 რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს... მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS-ი საქართველოს!"– წერს კინზინგერი.
საარტილერიო რაკეტები Hamars შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის სისტემაა, რომელსაც შეუძლია, სამიზნეს 80 კილომეტრის დაშორებიდან დაარტყას.