გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა თითოეულ ოჯახს სახელმწიფო 100 000 ლარს გამოუყოფს
გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა თითოეულ ოჯახს სახელმწიფო 100 000 ლარს გამოუყოფს - ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა ოჯახებსა და შს სამინისტროს.
ეს დიდი ტრაგედიაა. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს და თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს. ასევე გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ექიმებისთვის გამონაკლისის სახით 100 000 ლარს გამოუყოფს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.