მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა - პრემიერი ისევ "მიღწევებზე" საუბრობს

01.08.22 14:10
 მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა - პრემიერი ისევ "მიღწევებზე" საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ "ეკონომიკურ მიღწევებზე" საუბრობს  - როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, "ოცნების" ხელისუფლებამ  მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნა: 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ და მთლიანად მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას, ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები