საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯამში 50%-იანი მატება იქნება.
2020 წლამდე პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა კერძო და საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებებს შორის ძალიან დიდია, ამიტომ ამას სჭირდება მოწესრიგება. იანვარში ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა ყველა საჯარო მოხელისთვის, ამის შემდეგ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი წლების განმავლობაში"- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.