"საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია ევროპის მასშტაბით" - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, "საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია ევროპის მასშტაბით".
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ივნისში ეკონომიკური ზრდამ 7,2% შეადგინა.
"ივნისში ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა გაგრძელდა და ეკონომიკურმა ზრდამ 7,2% შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10,5%. აღნიშნული ზრდა გამორჩეულია მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით. ფულადი გზავნილების მოცულობა საკმაოდ გაზრდილია და ივნისში 427 მლნ დოლარი შეადგინა. ვვარაუდობთ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წერს, - განაცხადა ღარიბაშვილმა.