ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა განვითარდეს - მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ "ტრიო" სტარტეგიულ პარტნიორს არ ებრძვის
"ჩვენ გვინდა საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, ამისთვის კი კონკრეტული პასუხიებია საჭირო"- გურამ მაჭარაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სტარტეგიულ პარტნიორს არ ებრძვიან.
მმართველი პარტიიდან ,,განდგომილი" ოთხეულიდან დღეს კამერებთან გურამ მაჭარშვილი გამოჩნდა და ცდილობდა მედიის დარწმუნებას, რომ სტარტეგიულ პარტნიორს არ ებრძვიან და მხოლოდ ლეგიტიმურ კითხვებს სვამენ.
ხომ არ იყო საუბარი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ეს კარგად ვიცით, რას ნიშნავს, ან პოლიტიკაში შესაძლო მის ჩართვასთან დაკავშირებით.
აქ ბუნებრივია, კითხვა იმაზე არ იყო, ქალბატონმა ელჩმა ხომ არ უთხრა ივანიშვილს, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში. კითხვა მარტო ჩვენ კი არ გვაქვს, საზოგადოებას აქვს. - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
პირიქით გვინდა ჩვენ, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა განვითარდეს. მაგრამ რომ მოუხსნას ეს კითხვები, კონკრეტული პასუხებია საჭირო. ამას ვცდილობღ ჩვენ მხოლოდ.
უპრეცედენტო საერთაშორისო სკანდალში გახვეული ,,ქართული ოცნება" კი მესამე დღეა დუმს და არაფერს ამბობს, რატომ უთვათვალებდნენ უკანონოდ კელი დეგნანს სპეცსამსახურის თანამშრომლები.