კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის სააკაშვილზე - გრიგოლ ვაშაძე

01.08.22 16:20
კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის სააკაშვილზე - გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან ქართულ პოლიტიკაზე არ უსაუბრია. 

მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინასა და მქოფლიოში მიმდინარე პროცესებზეა ორიენტირებული. 

ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ, დასავლურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა.

შემიძლია, გითხრათ, რაზეც ვილაპარაკეთ - უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება და ბატონი მარიო დრაგის დასრულება, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, შეერთებული შტაბები, გაერთიანებული სამეფო. არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია. ქართულ პოლიტიკაზე რომ  ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ 2013 წლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი. ამისთვის ახლა არც დროა და არც საჭიროება.

მდგომარეობა მიძიმეა, არა იმიტომ რომ "ვივამედის" პერსონალი მას მკურნალობას აკლებს, არამედ მძიმე იმიტომ რომ ამ ადამიანს დაავადებების თაიგული აქვს, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს. შეიძლება ჩვენ დავსხდეთ დავიწყოთ უსაგნო დისკუსია იმაზე, ეს დაავადება ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება და წერტილი. 

როგორც ერს ჭკუა თუ გაგვაჩნია, არ ვიზამთ იმას, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში. მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ, დასავლურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა. ამას არც "ოქსფორდის" და არც "სორბონის" განათლება სჭირდება. კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის სააკაშვილზე"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები