პოლიტიკიდან წასვლის გამო, სასჯელი ვერ გადავადდება - ოხანაშვილი სააკაშვილზე
“ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართული პოლიტიკიდან შესძლო წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ "სამართლებრივი მხარე სასჯელის გადავადებას, პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას მისი პოლიტიკიდან წასვლის ან პოლიტიკაში დარჩენის გამო არ ითვალისწინებს".
ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკურ მსჯელობას სამართლებრივ მხარესთან არავითარი კავშირი არა აქვს.
არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადების გამო რაიმე გადაიხედოს. ყველა კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებები ვერ ქმნის და იურიდიული თვალსაზრისით არავითარი ობიექტური საფუძვლის შექმნა არ შეუძლია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.