ენმ-ს ფორმალურმა თავმჯდომარემ გათქვა სააკაშვილის ადვოკატების ტაქტიკა - კობახიძე

01.08.22 16:34
ენმ-ს ფორმალურმა თავმჯდომარემ გათქვა სააკაშვილის ადვოკატების ტაქტიკა - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემმიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას "მარტივ ტაქტიკურ მანევრს" უწოდებს. 

კობახიძის მტკიცებით, საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების თემებით დაღალა.

საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით, საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ტაქტიკა, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გასცა.

„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე, არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები