დასავლეთშიც არის ძალა, რომელსაც სურს, საქართველო მეორე ფრონტი იყოს - მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი ისევ ამტკიცებს, რომ არსებობს კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველოში იყოს „მეორე ფრონტი“.
არსებობენ კონკრეტული ძალები თუ კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველო იყოს „მეორე ფრონტი“. სხვა შემთხვევაში, შემთხვევითობას ვერ მივაწერდით მაგალითად, 308 დეპუტატის მხარდაჭერას იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც მთლიანად „ფეიკზე“ იყო აგებული. აქაც რომ არავინ შეძლოს სპეკულირება, იმ 308 დეპუტატს კი არ ვაბრალებ, არსებობს კონკრეტული, სერიოზული ძალა, რომელიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი მეორეხარისხოვან ადგილზე აყენებს, ოღონდ დიდი ინტერესი აღსრულდეს, რომელიც ყველამ იცით, რაში მდგომარეობს“,-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ბანერები გამოჩნდა, წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ბანერების ავტორია „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.