"სააკაშვილმა პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა" - "ოცნების" მესიჯბოქსი "სუპერ პუმებზე"
რატომ არ იყენებენ " სუპერ პუმებს" სამაშველო ოპერაციებში? - "ქართული ოცნების" ლიდერები ისარს წინა ხელისუფლებისკენ მართავენ.
ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ირწმუნებიან, რომ სუპერ პუმები "ვიღაცების პირად კომფორტზეა გათვლილი".
მმართველი პარტიის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ "სუპერ პუმები" მიხეილ სააკაშვილმა პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა":
მთელი საქართველო გახდა ამის ექსპერტი... უწყებამ გაავრცელა კონკრეტული განცხადება და საზოგადოებას შეუძლია გადაამოწმოს ეს ყველაფერი მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი.
მე როგორც ვიცი სამაშველო ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა იმ ვერტმფრენებს, იყო ე.წ. "ლუქსუს" ვერტმფრენები, რომელიც სააკაშვილმა თავისი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა და არავითარ შემთხვევაში არ იყო განკუთვნილი სამაშველო ოპერაციებისთვის და ვერც იქნებოდა განკუთვნილი თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მამუკა მდინარაძეც ირწმუნება, რომ "სუპერ პუმები" პირად კომფორტზე იყო გათვლილი:
ნარატივი, რატომ ვერ ახერხებთ გამართულის შეძენას თუ გამართვს, ტყულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. როცა პუმაზე მეკითხებით, არც ერთი სამაშველო დანიშნულების არ იყო, უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე. მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ პუმას და რადგან თქვენ პუმას მეკითხებით, ეს არარელევანტურია და უბრალოდ ძალიან სპეკუპაციური ნარატივია", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ "სუპერ პუმას" სამაშველო ოპერაციებში ვერ იყენებს, რადგანს ის 2011 წელს შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე შეიძინეს.
გომალაურის უწყების მტკიცებით, სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ "სუპერ პუმა" კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი.