გარკვეული დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა - ირაკლი კობახიძე უკრაინელებზე
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები სათანადო, საკმაოდ სერიოზულ კომპენსაციას იღებენ.
მისი თქმით, გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა:
ვითარება, ზოგადად, რთულია და რთულია სხვა ქვენებშიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს მომავალშიც. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაცია. ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა. რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია ხელისუფლებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ამ ადამიანებს დაეხმარება, გარკევული კომპენსაციებია გათვალისწინებული“, – განაცხადა კობახიძემ.