მონური ფსიქოლოგია არ უნდა გვქონდეს, რომ არ დასვათ კითხვები მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან - მამუკა მდინარაძე

01.08.22 17:43
მონური ფსიქოლოგია არ უნდა გვქონდეს, რომ არ დასვათ კითხვები მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან - მამუკა მდინარაძე

ასეთი მონური ფსიქოლოგია არავის არ უნდა ჰქონდეს ქვეყანაში - ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ,  პარტიის სხვა ბოსების რიტორიკას ერთი-ერთში იმეორებს და აცხადებს, რომ მეგობარი ქვეყნის ელჩისთვის კითხვების დასმა ლეგიტიმურია.

მამუკა მდინარაძე ამერიკის ელჩისგან კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს ელოდება.

რადგან საქმე ჰიპოთეტურად შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩუმდეთ ყველაფერზე?

თუ ჩვენ მათ შევეკამათებით, ეს მეგობრობის ჩარჩოებშიც ჯდება და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც. 

ამბავში: კითხვა შესაძლოა, დაისვას ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან და ეს არ გაბედოთ, ასეთი მონური ფსიქოლოგია, ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში. 

იყო კითხვები, რომელზეც მიუხედავად ჩვენი გულწრფელი რჩევისა, კონკრეტული და მკაფიო პასუხები არ იყო, ამან კი შემდეგში აღნიშნული თემის გაგრძელება გამოიწვია. - თქვა მამუკა მდინარაძემ.  

რა საკითხს შეეხო ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკის ელჩ დეგნანს შორის შემდგარი 3 საათიანი შეხვედრა, აიძულებს თუ არა ამერიკა ჩვენს ქვეყანას ომში ჩართვას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს ,,ოცნების" ყოფილი და მოქმედი ლიდერები ელჩი დეგნანისგან. 

მსგავსი სიახლეები