"თავი დაანებეთ პროვოკაციებს" - მინისტრი უკრაინელების ბედით დაინტერესებულ ოპოზიციას
ჯანდაცვის მინისტრი იმ პოლიტიკოსებს მიმართავს, ვინც ომს გამოქცეული უკრაინელების ბედით დაინტერესდა. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე სპეკულაცია, თემის პოლიტიზირება მიზანშეწონილი არ არის და ოპოზიციონერ ლიდერებს მოუწოდებს, თავი დანაანებონ პროვოკაციას.
ყველა ის სპეკულაცია და რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თითქოს ჩვენზე მეტად შეტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს.
ახლა უკვე დღეიდან ლტოლვილების დიდი ნაწილი სასტუმროებიდან გამოვიდა, უდიდეს ნაწილს ჩაერიცხა უკვე ეს დახმარება - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.