რეიტინგი აქვს, მის გარეშე პარტიას ძალიან გაუჭირდება - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

01.08.22 18:33
რეიტინგი აქვს, მის გარეშე პარტიას ძალიან გაუჭირდება - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის მაღალ რეიტინგზე ალაპარაკდა. მამუკა მდინარაძე მიიცნევს, რომ ,,ნაცმოძრაობა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებზე დგას.

წავა თუ არტა პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი? მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ არა თუ საზოგადოება,აღნისნულ საკითზე~ თავად პარტიის შიგნითაც ვერ ჩამოყალიბდნენ.

რაც შეეხება იმას, რეალურა წავიდა თუ არა პოლიტიკიდან, არა თუ ზოგადად ჩვენ და საზოგადოება როგორ ხედავს, არამედ ,,ნაცმოძრაობაშიც" კი ვერ ჩამოყალიბებულან შიგნით.

ეს ერთ-ერთი საბაბი გახდა, რაღაც განხეთქილება გარეთ გამოეტანათ. ზოგი ამბობს, რომ ეს არის ტაქტიკა.

ლიდერი, ფორმალური თავმჯდომარე ,,ნაცმოძრაობის" აცხადებს, რომ ეს არის ადვოკატების ტაქტიკა.  

ჯერ ტაქტიკაზე ასე გარეთ როგორ ლაპარაკობენ, არ ვიცი. მოკლედ, აჭრილები არიან, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ. ერთმანეთში ვერ ლაგდებიან, სინამდვილეში რა მოხდა, წავიდა თუ არა ეს კაცი პოლიტიკიდან.

ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული რეიტინგები აქვს, მის გარეშე კი პარტიას ძალიან გაუჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი მას პერსონალურადაც ჰყავს.

სამწუხაროდ, ,,ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი ბევრი აღარაა, მაგრამ მათი უმეტესობა მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერია და ამით ყველაფერი ნათქვამი - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

მსგავსი სიახლეები