ეს უტიფარი ადამიანი გვეუბნება ყოველდღე, რომ ჩვენი ბედით ვაჭრობს - გიგა ბოკერია ივანიშვილზე
ეს უტიფარი ადამიანი ვაჭრობს ჩვენი ბედით - ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილის სახელით მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოლიგარქი საკუთარ პრობლემების მოგვარებას ქართველი ხალხის ხარჯზე ცდილობს.
ეს უტიფარი ადამიანი ყოვედღე გვეუბნება ღიად, რომ ჩვენი ბედით ვაჭრობს, რომ იქ პრობლემა მოაგვაროს. არც შევალ დისკუსიაში, რამ გამოიწვია პრობლემა, ეს ყველა ვარიანტში მისი არჩევანის შედეგია, ვინმემ დააძალა, რომ იქ შეეტანა ფული?
ვინმემ დააძალა, ისეთი რეპუტაცია შეექმნა თავისთვის და საქართველო ისეთ დღეში ჩაეგდო, კითხვის ნიშნები ყოფილიყო მასზე პუტინის რეჟიმის დახმარებაზე?
ვის აბრალებს ამას, საქართველო რა შუაშია? შეურაცხმყოფელია, რომ ეს კაცი გვეუბნება ყოველდღე, თქვენი მეშვეობით ვაპირებ, ჩემი პრობლემა გადავწყვიტოო, მათ შორის, თქვენი მომავლის ხარჯზე - აცხადებს გიგა ბოკერია
ოლიგარქის ახალი წერილი - ბიძინა ივანიშვილი Credit Suiss-თან დავაში ახალ ტაქტიკას ირჩევს და შვეიცარიულ ბანკთან მიმოწერების გასაჯაროებით ემუქრება. იურიდიული ფირმა MKD უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ შვეიცარიული მედია ივანიშვილის ფინანსურ დავას არ აშუქებს.