გუდაურში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ - სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში მიმდინარეობს

02.08.22 10:41
გუდაურში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ - სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში მიმდინარეობს

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი  სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. 

8 დაღუპულს საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

29 ივლისს გუდაურში მომხდარ კატასტროფას ემსხვერპლნენ - მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი.

მსგავსი სიახლეები