მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ
მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ონაშვილის ცხედარი ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდი 2 და 3 აგვისტოს გაიმართება.
მამუკა ონაშვილს, ხუთშაბათს 4 აგვისტოს დაკრძალავენ.
მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. არტისტი, 30 ივლისს, ნატახტართან მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა.