რუსული ფულით აშენებული ეკლესიები საქართველოში - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება
რუსული რბილი ძალა საქართველოში - "აი ფაქტის " ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურებულია, რომ ბოლო წლებში რუსული ფულით 20-მდე ტაძარი აშენდა. ეს ფული კი ეკლესიაში რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენების ხელით შემოვიდა .
ბიზნესმენებს შორის ვინც "აი ფაქტის" გამოძიებაში მოხვდა, არიან ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ ხუბუტია, ლევან ვასაძე, სოსო ორჯონიკიძე და სხვები.
უსაფრთხოების ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული ფულის ეკლესიაში შემოდინება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის მოპოვების ერთ-ერთი გზაა.
სახელებსა და გვარებს შორის არის მაგალითად ბიძინა ივანიშვილი, რომლის აშენებულ სამების ტაძარს მუდმივად გვამადლიან, როგორც ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას. არის ასევე ლევან ვასაძე და ჩვენ კარგად ვიცით, მისი როლი და გავლენის მცდელობა ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ყოფაზე. არიან კიდევ სხვა, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები რუსეთში, როგორიცაა მიხეილ ხუბუტია, სოსო ორჯონიკიძე და სოსო პავლიაშვილი.
ამ ყველაფრის კონტროლი არ ხდება. ჩვენ საპატრიარქოს წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ და გვაინტერესებდა, რამდენად არიან ისინი საქმის კურსში, იციან თუ არა რომ რუსეთიდან შემოსული ფულით ხდება ტაძრების მშენებლობა. მათ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მათთან არ მიდის და თუ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია არ იქნება, რაც მათ ყურამდე მივა, მათ რაიმე ცენტრალიზებული სისტემა იმისთვის რომ ეს პროცესი აკონტროლონ არ აქვთ"- განუცხადა "პირველებს" ნინო ბაქრაძემ.
რას გვიქადის ტაძრების მშენებლობა რუსული ფულით? - ვრცლად ნახეთ "აი ფაქტის" ჟურნალისტურ გამოძიებაში.