მიდის თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განცხადების მოლოდინში

02.08.22 11:30
მიდის თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განცხადების მოლოდინში

მიდის თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ  სააკაშვილი? ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია ჯერ ისევ უცნობია.

სააკაშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს.

ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ელოდება. პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ის შვილთან პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს. 

ის არის უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, რომ უკრაინას დაუბრუნდება. მითუმეტეს, რომ დღეს უკრაინაში წყდება მსოფლიოს ბედი. 

არ ვიცი (ქართული პოლიტიკიდან წასვლის შსახებ) განცხადებას გააკეთებს თუ არა. თუ მიგვეცა საშუალება და სასჯელი გადაუვადდა, მერე მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სად აპირებს აღიდგინოს ჯანმრთელობა"- აცხადებს გიული ალასანია. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მათი მთავარი ამოცანა მესამე პრეზიდენტის გადარჩენაა. 

რა განცხადებებიც საჭიროა, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ის ალბათ, უახლოეს დღეებში გაავრცელებს. ჩვენი ამოსავალი წერტილია გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რომელიც აშკარად საფრთხეშია.  მე ვისმენდი, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებსაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანა პლანზე აქვთ გადაწეული"- აცხადებს ხაჭაპურიძე. 

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში საქართველში ამერიკელ ექსპერტებს ელოდებიან, ვინც მიხეილ სააკშვილის სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები