საგანგაშო მდგომარეობა უფასო სასადილოებში - სახალხო დამცველის ანგარიშს თბილისის მერიაში პასუხობენ

02.08.22 15:20
საგანგაშო მდგომარეობა უფასო სასადილოებში - სახალხო დამცველის ანგარიშს თბილისის მერიაში პასუხობენ

საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნას, რომელიც უფასო სასადილოებში არსებულ სავალალო მდგომარეობას ეხება, თბილისის მერიაში პასუხობენ.

კახა კალაძის უწყებაში აცხადებენ, რომ მენიუ, რაც მოქმედებს უფასო სასადილოებში, შედგენილია ჯანდაცვის სამინისტროს ნუტრიციოლოგის მიერ და ასახავს თითოეული ბენეფიციარის საკვების დღიურ ნორმას.

უფასო სასადილოების პროგრამისთვის  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებულმა ნუტრიციოლოგმა დათვალა კალორაჟი და შეადგინა მენიუ.  

ერთ ბენეფიციარზე თანხამ შეადგინა 1,70 ლარი. გამოიცა შესაბამისი ბრძანება სასადილოების მენიუს დამტკიცების თაობაზე. გამგეობებმა ამის მიხედვით  გამოაცხადეს ტენდერები,  სადაც მენიუ და კალორიების ნორმები დაცულია.  

ტენდერში გაიმარჯვეს კომპანიებმა, სხვადასხვა გამგეობებში და ფასი შეადგენს 1,63 დან 1,70  (და არა 1,30 ლარი) ლარს - ნათქვამია განცხადებაში.

უფასო სასადილოების მონიტორინგის შედეგად დადგენილია რომ ვითარება არადამაყოფილებელია. ანტისანტარიის და მძიმე ჰიგიენური პირობების გარდა ირკვევა,  რომ თბილისში ერთ ბენეფიცირზე გამოყოფილი თანხა 1 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს. ამ  თანხით კი ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში სრული ულუფის აღებასაც კი ვერ ახერხებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები