კობახიძეს დასავლეთის კრიტიკა დაუთვალეს - საერთაშორისო მედიის კვლევა

02.08.22 15:40
კობახიძეს დასავლეთის კრიტიკა დაუთვალეს - საერთაშორისო მედიის კვლევა

რატომ ვერ ბედავს ირაკლი კობახიძე რუსეთის  კრიტიკას? - ირაკლი კობახიძის ანტიდასვული განცხადებები საერთაშორისო მედიამ  შეისწავლა.

დადგინდა, რომ „ოცნების“ ლიდერი დასავლეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების რეკორდსმენია. კობახიძის  სამიზნეა უკრიანა და უკრიანის ხელისუფლებაც. 

ყველაზე ნაკლებად კი ის რუსეთის კრიტიკას ბედავს და ოკუპანტს განცხადებებში ფატობრივად არც ახსენებს.

OC- მედიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად გაბრაზებულია დასავლეთზე, რადგან მას  57-ჯერ აკრიტიკებს.

შემდეგ მოდის უკრაინა და უკრაინის ოფიციალური პირები.

ყველაზე ნაკლებად კი, 9-ჯერ „ოცნების“ ლიდერი რუსეთს აკრიტიკებს. 

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის განცხადებებში ნათლად ჩანს მათი დასავლური კურსი.

სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სწორედ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და კობახიძის ევროპელ ლიდერებზე ასეთი მასშტაბის თავდასხმის გამო ვერ მიიღო ქვეყანამ ევროკავშირის სტატუსი.

მმართველი პარტიის“ ლიდერი 57-ჯერ თავს დაესხა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მხოლოდ და მხოლოდ 9-ჯერ ისიც მხოლოდ ჟურნალისტების კითხვიდან გამომდინარე ახსენა რუსეთი. 26-ჯერ თავს დაესხა უკრაინას. აი ეს არის მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს მართავს პრორუსული პოლიტიკური ძალა და სწორედ მათი ქმედებებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე ჩვენ ვერ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“. - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით კი, „ოცნების“ ლიდერები უკვე აღარ მალავენ თავიანთ ანტიდასავლურ განწყობას. 

განცხადებებს კიდე რა უშავს. მათი ქმედებები უკვე მრავალჯერ დადასტურებული არის ზურგ შექცევა თავისუფალი სამყაროსა. ისინი ცდილობდნენ შენიღბვას, ისინი საზოგადოებას ატყუებდნენ რომ რეალურად იყვნენ პროდასავლურები, მაგრამ ისინი საქმით იყვნენ ანტიდასავლელები, ახლა კი ახლა აღარ მალავენ“. - ამბობს ნიკა მელია.
 

მსგავსი სიახლეები