კობახიძის განცხადებები კრიტიკული არ იყო - სარჯველაძე "ოცნების" ლიდერს იცავს

02.08.22 15:55
კობახიძის განცხადებები კრიტიკული არ იყო -  სარჯველაძე "ოცნების" ლიდერს იცავს

 „ტენდენციური დასკვნების გაკეთებისთვის ხელოვნური ნიადაგის შექმნასთან გვაქვს საქმე“ - ასე აფასებს მმართველი პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე, საერთაშორისო მედიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ირაკლი კობახიძეს დასავლეთის კრიტიკა დაუთვალეს.

სარჯველაძის თქმით, კობახიძის განცხადებები კრიტიკული არ იყო.

მემგონი რომ უკრაინის შემთხვევაშიც და სხვა შემთხვევაშიც, ყველგან იქნებოდა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვები და ეს იქნა დათვლილი. ამიტომ ჟურნალისტების წვლილიც გაითვალისწინეთ უბრალოდ, როდესაც ამ რაოდენობის დათვლასთან გვაქვს საქმე. ტენდენციური დასკვნების გაკეთებისთვის ხელოვნური ნიადაგის შექმნასთან გვაქვს საქმე. მე არ მახსენდება კრიტიკული შეფასებები დასავლეთ-ევროპასთან და ამერიკასთან მიმართებაში. საკითხები, რომელიც მწვავედ დაისვა, არ ნიშნავს იმას, რომ კობახიძის განცხადებები იყო კრიტიკული. რაც შეეხება საკითხს, რომ რაოდენობრივ მაჩვენებლებს ისე წარმოაჩენთ, როგორც თვისობრივს, ეს არასწორია“. - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

OC- მედიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად გაბრაზებულია დასავლეთზე, რადგან მას  57-ჯერ აკრიტიკებს.

შემდეგ მოდის უკრაინა და უკრაინის ოფიციალური პირები, რომელსაც 26-ჯერ აკრიტიკებს.

ყველაზე ნაკლებად კი 9-ჯერ, „ოცნების“ ლიდერი რუსეთს აკრიტიკებს. 
 

მსგავსი სიახლეები