თამარ კორძაია ,,ოცნების" მიერ შექმნილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

02.08.22 17:22
თამარ კორძაია ,,ოცნების" მიერ შექმნილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად - ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია, შეურთდება.

ოპოზიციონერი დეპუტატი დღეიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შექმნილი კომიიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

თამარ კორძაია ასახელებს მთავარი მიზეზს, რის გამოც მმართველი პარტიის მიერ შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიღებას გეგმავს. 

კორძაია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ძალისხმევის გარეშე ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნა არ შესრულდება. 

ვთვლი, ,,ქართულმა ოცნებამ" რაც დააანონსა, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განადგურება. ამიტომ იქ უნდა ვიყოთ ყველა და დავამტკიცოთ, რომ დეოლიგარქიზაცია არ ნიშნავს იმას, რასაც ამბობს ირაკლი კობახიძე. 

თუ ამ პარლამენტში რამის გაკეთება გვინდა, მათ შორის, 12 პუნქტის, ეს ვერ გაკეთდება ,,ქართული ოცნების" გარეშე. 

ვფიქრობ, სამუშაო პროცესში ჩემი რა მოთხოვნებიც მაქვს, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ მოსწონდეს ,,ოცნებას", რადგან ის უარს მეუბნება, როგორც მაკონტოლებელს,  ინფორმაციის მოწოდებაზე. 

ვაცხადებ ერთს, ,,ქართული ოცნება" არ არის განწყობილი რეალურად სამუშაოდ და რეალური რეფორმების განსახორციელებლად. 

ეს პროცესი იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმდენად საშიშია ,,ოცნების" მარტოდ დატოვების პირობებში, რომ ეს არ შეიძლება, გაკეთდეს - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ამ პროცესებს ამ დრომდე უნდობლობას უცხადებენს ,,ნაციონალური მოძრაობა" და სხვა  საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები.

მსგავსი სიახლეები