"სააკაშვილს, მელიას მიმართ არანაირი წყენა არ აქვს, პირიქით..." - ადვოკატი
დღეს მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკტმა მოინხულა. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას პოლიტიკისთვის არ სცალია.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის თავმჯდომარეზე ნაწყენი არ არის.
ახლა მისი ჯანმრთელობა იმდენად აქტუალური და მთავარი საკითხია მისთვის, რომ მას პოლიტიკისთვის არც სცალია და არც აპირებს რაიმე ფორმით გააგრძელოს პოლიტიკაში ყოფნა.
მას არ უთქვამს, რომ ვინმეზე ნაწყენია, რომ პარტიას ემიჯნება, ეს არის დატრიალებული ინტერპრეტაცია.
პარტიის ლიდერის, ბატონი მელიას მიმართ არანაირი წყენა მას არ აქვს, პირიქით, თქვა, რომ მელია ეძებს სწორ ფორმულირებას, რომ კონფლიქტის ეს ფორმა არ მიეცეს, ეს ნიშნავს, რომ მის განცხადებებს პოზიტიურად აფასებს.
ჯერ ელოდება სამედიცინო ვერდიქტს, საექსპერტო დასკვნას და ამის შემდეგ გააკეთებს ალბათ განცხადებას“.- ამბობს გელბახიანი.
მიდის თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი? ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია ჯერ ისევ უცნობია.
სააკაშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს.
ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ელოდება.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში საქართველში ამერიკელ ექსპერტებს ელოდებიან, ვინც მიხეილ სააკშვილის სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში ჩაერთვება.