ივანიშვილის და მთავრობის პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ შემდეგი საქართველო იქნება - დავით არახამია
ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმაურბა და ამბობს, რომ საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს.
მისი თქმით, ეს "თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის".
არახამია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მისი პოლიტიკა კი გამოიწვევს, რომ რუსეთისთვის უკრაინის შემდეგ სამიზნე საქართველო იქნება.
უკრაინელი მაღალჩინოსანი წერს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით თავის გეგმებს მოსკოვში უკვრე აღარ მალავენ.
"რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ საქართველოს იქნება შემდეგი. მოსკოვში ამას აღარ მალავენ.
ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ წახვიდე ევროპისკენ და არ აღმოჩნდე რუსი აგრესორის კლანჭებში".- წერს არახამია.
დიმიტრი მედვედევის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი რამდენიმე საათიწ წინ განთავსდა: "ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში".
აღსანიშნავია, რომ წერილი გამოქვეყნებიდან 10 წუთში წაიშალა.