სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ბუნებრივია, ის პოლიტიკაზე მოფიქრალი ვერ იქნება - მელია

02.08.22 17:41
სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ბუნებრივია, ის პოლიტიკაზე მოფიქრალი ვერ იქნება - მელია

ნიკა მელიას განცხადებით, ახლა მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ის პოლიტიკაზე მოფიქრალი ფიზიკურად ვერ იქნება.

 ის პირველ რიგში, ახლა საჭიროებს გამოჯანმრთელებას. ბუნებრივია, დაცვის მხარე, ადვოკატების სტრატეგია არის, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს შესაბამის ჰოსპიტალში და გამოჯანმრთელდეს. ანუ, როდესაც ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, რატო ისმის კითხვა საერთოდ?  ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ბუნებრივია, ვერ იქნება და არც უნდა იყოს მოფიქრალი პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პროცესებზე“. - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მიდის თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ  სააკაშვილი? ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია ჯერ ისევ უცნობია.

სააკაშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს.
ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ელოდება. 

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში საქართველში ამერიკელ ექსპერტებს ელოდებიან, ვინც მიხეილ სააკშვილის სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში ჩაერთვება.
 

მსგავსი სიახლეები