"ოცნების" არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკრიტიკებია დასავლეთი და უკრაინა, კვლევა მიკერძოებულია - თალაკვაძე

02.08.22 17:57
"ოცნების" არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკრიტიკებია დასავლეთი და უკრაინა, კვლევა მიკერძოებულია - თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძეს იცავს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს არ ესხმის არც დასავლეთს და არც უკრაინას.

„ოცნების“ ლიდერი კვლევას, რომელიც  OC- მედიამ გამოაქვეყნა, მიკერძოებულს უწოდებს.

თალაკვაძემ ასევე ჩამოთვალა თუ რა გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად. 

მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკრიტიკებია დასავლეთი, არ გაუკრიტიკებია უკრაინა და უკრაინელი ხალხი და არ გაუკრიტიკებია არც ერთი ის ადამიანი, ვინც რეალურად, ამ რთულ დღეებში იბრძვის თავისუფლების დასაცავად. ეს ამ შემთხვევაში არის მიკერძოებული დასკვნა, თუ ისეა მართლაც წარმოდგენილი, როგორც თქვენ მითხარით. თუ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს სახელით უპასუხა იმ ბრალდებებს და იმ დეზინფორმაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართით იყო, ეს არამც და არამც და ვერ ჩაითვლება ვერანაირად დასავლეთის გაკრიტიკებად, ან უკარაინის გაკრიტიკებად“. - განაცხადა თალაკვაძემ.

OC- მედიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად გაბრაზებულია დასავლეთზე, რადგან მას  57-ჯერ აკრიტიკებს.

შემდეგ მოდის უკრაინა და უკრაინის ოფიციალური პირები, რომელსაც 26-ჯერ აკრიტიკებს.

ყველაზე ნაკლებად კი 9-ჯერ, „ოცნების“ ლიდერი რუსეთს აკრიტიკებს. 


 

მსგავსი სიახლეები