რომ ვფიქრობდე, ქვეყნას პრორუსი ძალა მართავს, იმ პარლამენტში საერთოდ არ გავჩერდებოდი - იოსელიანი

02.08.22 18:14
რომ ვფიქრობდე, ქვეყნას პრორუსი ძალა მართავს, იმ პარლამენტში საერთოდ არ გავჩერდებოდი - იოსელიანი

პარტია „მოქალაქეებს“ „ქართული ოცნება“ პრორუს პარტიად არ მიაჩნიათ და ამბობენ, რომ დასავლეთზე და უკრაინაზე კრიტიკა ხელისუფლებას იმისთვის აქვს მოფიქრებული, რომ ქვეყნის შიგნით ებრძოლოს ოპოზიციას და საგარეო კურსზე ბრალდებებს არ გასცდეს ოპონირება პოლიტიკურ პარტიებს შორის. 

ლევან იოსელიანის თქმით, რომ ფიქრობდეს, რომ ქვეყანას პრორუსი ძალა მართავს, პარლამენტში საერთოდ არ გაჩერდებოდა.

მე რომ ვფიქრობდე, რომ აქ პრორუსი მმართველი ძალაა, მე იმ პარლამენტში საერთოდ არ გავჩერდებოდი და ავირჩევდი ბრძოლის აბსოლუტურად განსხვავებულ მეთოდს. რაც შეეხება ასეთი ტიპის რიტორიკას, ეს მხოლოდ აძლიერებს „ქართულ ოცნებას“ და აძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე, ოპონენტებთან, ძალიან მარტივად გაასწოროს ანგარიში და ამ დისკუსს არ გასცდეს, სადაც ერთი მეორეს ეძახის რუსულ პარტიას და მეორე პირველს ეძახის მოღალატეს და ა.შ.“ - თქვა იოსელიანმა.

OC- მედიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად გაბრაზებულია დასავლეთზე, რადგან მას  57-ჯერ აკრიტიკებს.

შემდეგ მოდის უკრაინა და უკრაინის ოფიციალური პირები, რომელსაც 26-ჯერ აკრიტიკებს.

ყველაზე ნაკლებად კი 9-ჯერ, „ოცნების“ ლიდერი რუსეთს აკრიტიკებს. 


 

მსგავსი სიახლეები