ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე - იოსელიანი ივანიშვილიზე

04.08.22 16:03
ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე - იოსელიანი ივანიშვილიზე

 „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და უნდა აიღოს პასუხისმგებელობა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„ყველა ამაზე საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი. ბოლო პერიოდის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს ადამიანი არ არის შორს ქართული პოლიტიკიდან და ბუნებრივია, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. ფრაზები, რომლებიც იქ არის გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მეტად აკადემიური და არ უნდა ყოფილიყო მიმართული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღმავებისკენ“. - ამბობს იოსელინი.

ცნობისთვის, "გირჩმა"  და "მოქალაქეებმა" განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციას სააკაშვილის  პოლიტიკიდან გასვლაში  და ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნებაში ხედვენ.

მსგავსი სიახლეები