მოსმენების საქმე - დავით ჯანდიერს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე დავით ჯანდიერის გამოკითხვა დასრულებულია.
უფლებადამცველს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ირკვევა, რომ ჯანდიერს სუსი წლების განმავლობაში უსმენდა. ლილუაშვილის უწყება იწერდა და აარქივებდა ადვოკატის საუბრებს მაშინაც როდესაც ის დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავდა.
შოთაზის უწყებამ სუსიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე სტატუსის მინიჭება მას შემდეგ დაიწყო რაც საქმე წარმოებაში სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.