"ივანიშვილი არა, თუმცა კეზერაშვილი და სააკაშვილი ოლიგარქები ნამდვილად არიან' - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცენს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. მისი თქმით, ამ დეფინიციაში ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული პირები ჯდებიან:
თუ უკრაინულ კანონს ავიღებთ, ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ არ ხვდება, მაგრამ ოპოზიციასთან დაკავშირებული კონკრეტული პირები, მათ შორის ე.წ. მედიამფლობელები - კეზერაშვილი, სააკაშვილი და ასე შემდეგ, ისინი ცალსახად ხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ. მოდით, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ როგორ მიიღება ეს კანონი, ჯერ-ჯერობით ჩვენ უკრაინულ მოდელს ვეყრდნობით. უკრაინული მოდელით, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, კეზერაშვილი კი ოლიგარქია"- თქვა კობახიძემ.